ჟურნალი HELLO! საქართველოში შემოდის
საქართველო, თბილისი - 01:11 | 02.06.2016 ნანახია: 2484HELLO! - განსაკუთრებული მომენტებით, გრძნობებით, ისტორიებით, სიახლეებითა და სტილით სავსე ჟურნალი მალე საქართველოშიც გამოჩნდება! ბრენდი, რომელიც განსაკუთრებული სარედაქციო სტილითა და ორიგინალური ხედვით გამოირჩევა, ქართველ მკითხველს უნიკალურ ადამიანურ ისტორიებს, ვარსკვლავური ცხოვრების ექსკლუზიურ დეტალებსა და მსოფლიოში მიმდინარე საინტერესო მოვლენების მიმოხილვას გააცნობს. გამოცემა გართობისა და შთაგონების სინთეზი გახდება.
საქართველო ამიერკავკასიის პირველი ქვეყანა იქნება, სადაც HELLO! ჟურნალით, ტაბლეტ ვერსიით, ვებპორტალით, სმარტფონ აპლიკაციითა და სოციალური მედიის სხვადასხვა არხით გამოჩნდება და მედიასივრცეში მაღალ ღირებულებებს დაამკვიდრებს. პატივისცემა, სანდოობა, უტყუარი ფაქტები და დახვეწილი გემოვნება იქნება ის, რაც HELLO!-ს სხვა ჟურნალებისგან გამოარჩევს.
ბრენდი, რომელიც პირველად ესპანეთში, ჯერ კიდევ 1944 წელს გამოჩნდა, დღეს მკითხველს უკვე 90 ქვეყანაში ამარაგებს სანდო და საინტერესო ინფორმაციით. აღსანიშნავია ისიც, რომ HELLO! საქართველოს შემდეგ, აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ესტუმრება.
2 305 000 ყოველკვირეული მკითხველი, 5 098 000 ყოველთვიური სტუმარი ვებგვერდზე, სმარტფონ აპლიკაციის 3 517 000 მომხმარებელი და 5.8 მილიონი მიმდევარი სოციალურ ქსელში - ეს ის რიცხვებია, რომლებიც HELLO!-ს პრესტიჟსა და რეპუტაციაზე საუბრობენ. ევროპულ და არა მხოლოდ ევროპულ ბაზარზე, ბრენდი განსაკუთრებულ ხარისხთან ასოცირდება და რეკლამის განთავსების თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტია. ამავდროულად, ის ყველაზე გაყიდვადი გამოცემაა ვარსკვლავური ცხოვრების, მოდის, სილამაზისა და თავის მოვლის სფეროში.
გარდა ამისა, HELLO! იდეალური გზამკვლევია მოგზაურობის მსურველთათვის. ჟურნალში საინტერესოდაა გადმოცემული ესა თუ ის ისტორია და ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო კურორტებისა და ღირშესანიშნაობების შესახებაც. ასევე, გამოცემა სრულყოფილად აკმაყოფილებს მკითხველების ინტერესს კულინარიაში, მოდასა და დეკორში. სწორედ ამიტომ, მთავარ გამოცემასთან ერთად, HELLO! მედიასივრცეში სპეციალური დამატებებითაც გამოჩნდება.
HELLO! - მომენტები სავსე გრძნობებით, სტილითა და ისტორიებით.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა