ბათუმში საქართველო - სლოვაკეთის ბიზნესფორუმი საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა გახსნეს
საქართველო, თბილისი - 14:38 | 01.06.2016 ნანახია: 1400ბათუმში საქართველო - სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ გახსნეს.
სლოვაკეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი, რომელსაც სლოვაკეთის პრეზიდენტი ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ესწრება, ორ ქვეყანას შორის ახალი ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბების და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით ტარდება.
სლოვაკი ბიზნესმენებისათვის ფორუმზე აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, აჭარის რეგიონში მიმდინარე ეკნომიკურ პროექტებზე და რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისათვის, რაგდან ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები რეგიონში, ძალიან დაბალი კორუფციის დონე და აგრეთვე ძალიან მაღალი მაჩვენებლები ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვართ საქართველოს იმ რეგიონში, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი შესაძლებლობები და ეკონომიკური პოტენციალი. შარშან გაიხსნა სამი ძალიან მნიშვნელოვანი სასტუმრო, წელს იხსნება კიდევ ორი, იხსნება უზარმაზარი სასმტუმრო კომპლექსები 4000- მდე ბინით, მიმდინარეობს ჰესების მშენებლობა.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აერთებს ერთმანეთს კასპიისა და შავ ზღვებს. ჩვენ ვართ ქვეყანა რომელიც ჩართულია აბრეშუმის გზის პროექტის უმნიშვნელოვანეს ნაწილში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან, თურქეთთან, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთთან.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რეგიონში ყველაზე დრამატულად ავითარებს თავის ეკონომიკას და რაც მთავარია, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც არიან ადამიანები, ხალხი, რომლებიც არიან ძალიან გულგახსნილები, მეგობრულები და რომელბსაც უყვართ სტუმარი, უყვართ მეგობრები და თქვენ ნახეთ რამდენად დიდი არის ის კულტურული და მეგობრული კავშირები, რომელიც არსებობს ჩევნს ხალხებს შორის" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ბიზნესფორუმზე.
გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში სლოვაკეთის პრეზიდენტის ვიზიტი ბიზნესდელეგაციასთან ერთად, მშვენიერი დასაწყისია ახალი ძალიან საინტერესო პროექტების, რომლებიც ქართულ ბიზნესს სლოვაკეთში და სლოვაკურ ბიზნესს საინტერესო განვითარებას საქართველოში მისცემს.
„სწორედ ამგვარი ფორუმები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიპოვოთ გზები ურთიერთობების განვითარებისათვის.
20 წელია ბიზნესმენი ვარ, ანუ ბიზნესიდან მოვდივარ, დღესაც მე ბიზნესმენებთან ერთად ჩამოვედი საქართველოში. ეს არის შესანიშნავი იდეა, იმისათვის რომ დავაახლოვოთ არა მხოლოდ ჩვენი ორიქვეყანა, არამედ რეგიონები, რადგან სლოვაკეთი დაახლოებით იგივე ზომის ქვეყანაა რაც საქართველო და ხუთ მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს", - აღნიშნა ანდრეი კისკამ.
სლოვაკეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ბიზნესის დასაწყებად, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა ინვესტორისათვის, საქართველოში არსებული კორუფციის დაბალიმაჩვენებელია.
„ერთ-ერთი პრობლემა ბიზნესთან დაკავშირებით, რომელიც ორივე ქვეყანას გვაქვს, რადგან ჩვენ ყველა სოციალიზმიდან მოვდივართ, რომელმაც დაანგრია ჩვენ ქვეყნებში უამრავი რამ, არისბიზნესის მიმართ ახალგაზრდების მიდგომა.
ისინი ფიქრობდნენ კარგ სამსახურზე და არასოდეს ფიქრობდნენ მაშინ ბიზნესის წამოწყებაზე. დღეისათვის დადგა დრო, რომ ამაზე იფიქრონ. ჩვენ უნდა შევაცვლევინოთ მათ ეს მიდგომები, ესთვალსაზრისი", - აღნიშნა ანდრეი კისკამ.
საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს ელჩი სლოვაკეთში რევაზ გაჩეჩილაძე, აჭარის მთავრობისა და პარლამენტის წევრები.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა