თურქეთის პრემიერმა გერმანიის პარლამენტში სომხების გენოციდის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრას აბსურდული უწოდა

საქართველო, თბილისი - 13:21 | 01.06.2016
ნანახია: 1564

თურქეთის პრემიერმა გერმანიის პარლამენტში 2 ივნისისთვის დაგეგმილი კანონპროექტის კენჭისყრა ოსმალეთის ომპერიაში 1915 წელს სომხების გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით აბსურდული უწოდა.
”ეს კენჭისყრა აბსურდულად და არამოტივირებულად მიგვაჩნია...უნდა ჩატარდეს ყოველმხრივი გამოძიება, უნდა გამოვლინდეს ყველა ქვეყნის მიერ დაშვებული შეცდომა. თუმცა ეს მხოლოდ ისტორიკოსებმა უნდა გააკეთონ. ისტორიული თემის პოლიტიკურ, მით უფრო შიდა პოლიტიკურ საგნად,  გადაქცევა თავიდანვე  შეცდომაა”, -განუცხადა ბინალი ილდიმირმა ჟურნალისტებს.

მისი განცხადებით, ბუნდესტაგის მიერ სომხების გენოციდის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში გერმანიის და თურქეთის ურთიერთობა გართულდება. ”ეს გარდაუვალია, თუმცა ჩვენ ეს არ გვსურს”, -აღნიშნა პერმიერმა და იემდი გამოთქვა, რომ ბუნდესტაგი გაითვალისწინებს 3,5 მლნ ეთნიკური  თურქის აზრს, რომლებსაც გერმანიის მოქალაქეობა აქვთ.

მისივე თქმით, თუ ბუნდესტაგი კანონპროექტს მაინც მხარს დაუჭერს, არაფერი შეიცვლება, რადგან თურქეთისთვის მას არანაირი კანონიერი ძალა არ ექნება.

თურქეთი ტრადიციულად უარყოფს სომხების გენოციდის ფაქტს და ამტკიცებს, რომ 1915 წელს ტრაგედიის მსხვერპლი სომხებთან ერთად თურქებიც იყვნენ. გენოციდის ფაქტი რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ევროპარლამენტმა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭომაც აღიარა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე