„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს Schulze Global Investments-ის დამაარსებელი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 17:47 | 08.10.2015
ნანახია: 1687

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ასევე Schulze Global Investments-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი გაბრიელ შულცი ეწვევა.

გაბრიელ შულცი 16 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს პანელში „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისება“. გაბრიელ შულცი პანელის ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება.

გაბრიელ შულცი Schulze Global Investments-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორია. ეს არის ამერიკული კერძო კომპანია, რომელიც წამყვანი ბაზრებითაა დაინტერესებული. გაბრიელ შულცის მმართველობით, კომპანიამ Schulze Global Investments ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით უპრეცენდენტო წარმატებას მიაღწია. კომპანია სხვადასხვა სახის ფონდებს მართავს აშშ-ში, ევროპასა და აზიაში.

Schulze Global კონცენტრირებულია ისეთ ბაზრებზე, რომელებსაც საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება ან სათანადოდ ვერ აფასებს, ან დიდი რისკების გამო ერიდებიან აღნიშნულ ბაზრებზე შესვლას. კომპანია ამ „ცრუ წარმოდგენებზე დაფუძნებულ შეფასებებს“ სათავისოდ იყენებს, მაღალ ფინანსურ მოგებას პოულობს და იმავდროულად, საკუთარი წვლილი შეაქვს ჰუმანიტარული და ეკონომიკური განვითარების საქმეში.

გაბრიელ შულცი ასევე მონაწილეობს რამდენიმე ბიზნეს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოებში. მის საქმიანობას ხშირად აშუქებენ ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: ForbesThe Financial Times და The Economist.

შულცი აშშ-ს მოქალაქეა, აქვს ბაკალავრის წოდება ბიზნესში. იგი მეუღლესა და შვილებთან ერთად სინგაპურში ცხოვრობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე