ვარსკვლავური ოჯახი დაინგრა - ვის გამო გაშორდა მიშა მესხი ია სუხიტაშვილს?

საქართველო, თბილისი - 16:50 | 31.05.2016
ნანახია: 9131

მათი რომანი ელვის სისწრაფით მოედო მთელ თბილისს... იყო ჯვრისწერა ბათუმში, სასიამოვნო წუთები და წამები, ყველაფერი ზღაპარივით დაიწყო, იყო და არა იყო რა... დიახ, საუაბრია მსახიობ მიშა მესხისა და ია სუხიტაშვილის სასიყვარულო რომანზე, თუმცა მათი თანაცხოვრობა ხანმოკლე აღმოჩნდა.

ბოლო პერიოდში, თბილისში მიშას და იას დაშორებაზე, აქტიურად დაიწყეს ჭორაობა, თუმცა ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობდა. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და ჩვენს პატარა ქალაქშიც, ასეთი მნიშვნელოვანი ჭორი, ნამდვილად არ დაიმალებოდა.

ჭორი გამართლდა და ვარსკვლავური წყვილის ოჯახი 7 თვის წინ დაინგრა... დაშორების მიზეზებზე არცერთი მხარე არ საუბრობს.

"პრაიმნიუსჯორჯია" ია სუხიტაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა დეტალებისგან თავი შეიკავა. მოარული ხმების ცნობით, მათი დაშორების მიზეზი მიშა მესხის ახალი სასიყვარულო ურთიერთობა აღმოჩნდა, თუმცა ოფიციალურად მხარეები ამას არ ადასტურებენ.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე