ნიკა გვარამია: ნატა ნაზღაიძე არის ურთმელიძე კაბაში

საქართველო, თბილისი - 12:56 | 31.05.2016
ნანახია: 1653

ტელკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსმაართლემ ნათია გუჯაბიძემ სასამართლო დარბაზიდან გამოაძევა.  

გვარამიამ მოსამართლეთა კოლეგიას მიმართა და განაცხადა, რომ კოლეგია, თეა წულუკიანი და მთავრობის წევრები ერთიდაიგივე დისკუსიის ნაწილი არიან და "ერთნაირად დაამთავრებენ".

„ისიც ვერ გავარკვიე რისთვის გამომაძევა, ვთხოვე ახსნა, რომ ჩემი თავი დამეცვა, სამომკავლოდ მაინც, მაგრამ ეს განმარტება ვერ მივიღე, მაგრამ ისიც ვერ გავარკვიე მთლიანად პროცესიდან გამომაძევა თუ სხდომიდან. აქ ჩვეულებრივი ზონდერული მუშაობა მიდის მოსამართლეებისგან, განსაკუთრებით ნატა ნაზღაიძეა ამაში შემჩნეული და აკვირვებს ხოლმე თავის კოლეგებს. ნატა ნაზღაიძე არის ურთმელიძე კაბაში, არავითარი სხვაობა მათ შორის არ არის, ერთნაირად დაამთავრებენ, ნატა ნაზღაიძე, თამაზ ურთმელიძეც და თეა წულუკიანიც,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ დარბაზის დატოვების შემდეგ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე