რომან გოცირიძე: ივანიშვილის მოხსენება მთლიანად აცდენილია რეალობას

საქართველო, თბილისი - 15:10 | 30.05.2016
ნანახია: 1429

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წარმომადგენელ რომან გოცირიძის შეფასებით, ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში მოყვანილი ეკონომიკური ციფრები დამახინჯებულია.

„ეს მოხსენება მთლიანად აცდენილია რეალობას. მრავალი დამახინჯებებია სტატისტიკურ ციფრებში. არ არის სწორი მშპ-სთან მიმართებაში. იგივე ეკონომიკური კრიზისის მაჩვენებლები, ვალუტასთან დაკავშირებული რიცხვები და ა.შ. და მეორეს მხრივ იგი არ ასახავს დღევანდელ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, რომლამდეც ამ ოთხი წლის მანძილზე ქვეყანა და მთელი მოსახლეობა მიიყვანა. ამიტომ, ამას შეიძლება უფრო მეტად ვუწოდოთ ილუზიები. სურვილები, რომელიც არ განხორციელდა. გოგა ხაინდრავას ფილმის სათაურს თუ დავესესხებით ეს არის „ოცნებების სასაფლაო“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი ვრცელი ღია წერილი დღეს გამოაქვეყნა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე