რა მიზეზით აპირებენ განქორწინებას ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი?

საქართველო, თბილისი - 14:50 | 30.05.2016
ნანახია: 2346

დიდი ხანია დასავლური მედია ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის მოსალოდნელი განქორწინების შესახებ წერს. პრესის ინფორმაციით, მათი განშორების მიზეზი გამუდმებული ჩხუბი და სკანდალებია, რომელსაც ანჯელინა ქმარს ყოველდღე უმართავს.

როგორც პორტალი hollywoodlife.com ჟურნალ Ok! Magazine-ზე დაყრდნობით წერს, განქორწინების შემთხვევაში  ვარსკვლავური ოჯახი 400 მლნ დოლარსა და ექვსი საერთო შვილის მეურვეობას გაიყოფს.  

ჟურნალისტების ცნობით, ანჯელინა ჯოლი ქმარს მსახიობ მარიონ კოტიართან ღალატში ადანაშაულებს. ბრედ პიტი კი თავის მხრივ დაიღალა ცოლის კვებასთან დაკავშირებული პრობლემებითა და მისი მხრიდან თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელის დიდი რაოდენობით მოხმარებით.

იმის მიუხედავად, რომ პრესა დიდი ხანია წერს მათი უთანხმოების შესახენ, წყვილს განქორწინებაზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ცოლ-ქმარი პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯიუტად დუმს და პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრებით აქტიურად არის დაკავებული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე