ლარი ევროსთან გამყარდა, ხოლო დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:05 | 21.09.2015
ნანახია: 2197

ლარი ევროსთან გამყარდა, ხოლო დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 22 სექტემბრის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.4499 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.7632 ლარი ღირს.

შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0008 პუნქტით გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში კი 0.0369 პუნქტით გამყარდა.

19 სექტემბრის, მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.4491 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.8001 ლარია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე