ბათუმში სელფის ჩემპიონატი ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 12:56 | 27.05.2016
ნანახია: 1406

28 მაისი, 12:00 – 03:00 საათი

ბათუმის ბულვარი, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარე ტერიტორია

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გეგმავს ღონისძიების „ზაფხულის სეზონის გახსნა“-ს ორგანიზებას. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ზაფხულის სეზონისათვის დამახასიათებელი აქტივობები და გაიმართება სახალისო თემატური შეჯიბრებები, მათ შორის იქნება სელფის ჩემპიონატი.

სელფის ჩემპიონატის აღწერა:

დასაწყისი: 13:30 საათი

იყავი ორიგინალური - გადაიღე სელფი ჩვენთან და დაიწყე ზაფხული აქ !

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ჩემპიონატის მთავარი პირობა კი ძალიან მარტივია: მონაწილემ ღონისძიების ფარგლებში უნდა გადაიღოს ორიგინალური სელფი და ატვირთოს თავის Facebook გვერდზე #SummerSelfie #VisitBatumi ჰაშთაგებით, აუცილებელია პოსტი იყოს საჯარო. ჩემპიონატი დასრულდება 23:00 საათზე.

ღონისძიების დასრულამდე გამოვლინდება 2 გამარჯვებული:

პირველი ადგილი - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენის მიერ;

მეორე ადგილი - Like-ების მიხედვით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით:

პირველი ადგილი - 1) შერატონ ბათუმი ჟიურის მიერ გამოვლენილ საუკეთესო სელფის ავტორს საჩუქრად გადასცემს ვაუჩერს ორი ადამიანისთვის სპაში. 2) საცხენოსნო კლუბი - 1 საათიან ვაუჩერს ორი ადამიანისთვის; 3) რესტორანი BK - დესერტსა და ნებისმიერი ტიპის უალკოჰოლო სასმელს 2 ადამიანზე.

მეორე ადგილი - 1) შერატონ ბათუმი Like-ების მიხედვით გამოვლენილ გამარჯვებულს გადასცემს ვაუჩერს ორი ადამიანისთვის სპაში; 2) ბოტანიკური ბაღი - უფასო ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში ორი ადამიანისათვის.

იყავით პოზიტიურები და დაიწყეთ ზაფხული ჩვენთან ერთად !

 

 
 
 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე