"მე სახლში უნდა ვიყო და ქუთაისში ჭუჭყიანი ჩამოსულები ყმუოდნენ სცენაზე?"

საქართველო, თბილისი - 22:44 | 26.05.2016
ნანახია: 3845

26 მაისს ქუთაისში გამართული კონცერტის შესახებ მომღერალი ინდირა ჯგერნაია სოციალურ ქსელში მწვავე წერილს აქვეყნებს.
 
„მე სახლში უნდა ვიყო და ქუთაისში ჭუჭყიანი ჩამოსულები უნდა ყმუოდნენ სცენაზე, მეტის ღირსი მაინც არ ხართ.

უგემოვნო მთავრობის უგემოვნო კონცერტი.

სხვა დროის 26 მაისს რო ვიხსენებ, გული მისკდება რას უსმენთ ზოგადად ხალხოოო, უამრავი მაგარი მომღერალი რეგიონებში დარბის კონცერტზე და ქუთაისს „იმენა“ ჭლექი ჭირს.
 
სუფთად მაინც უნდა გეცვეს მომღერალს სცენაზე ადამიანმა სელფი რომ მოგთხოვოს. ვინ სვავს ამ ხალხს კონცერტებში, სიმღერაზე და რეპერტუარზე აღარაფერს ვამბობ“!

„დაჟე ისეთები მღეროდნენ, არც იცით.“
 
„მგზავრებმაა რუსეთს ხომ უმღერეს და რატომ არ ჩასვავდნენ?  მერე თუ ვინმე მათხოვარი და გამანძუკებული ჰაბიტუსის მქონე ჩაწოლილი მეოცნებეა, ყველას მიკროფონი მისცეს ხელში მოგ..... პოლიტიკა! ხელოვნებასთან“, - წერს ინდირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე