„დადასტურებით ვერ ვიტყვით, მაგრამ..." - გომელაური გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე

საქართველო, თბილისი - 16:11 | 26.05.2016
ნანახია: 1594

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მისი თქმით, რაშიდ კანჯიოღლი განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაკავებული. 
„დადასტურებით ვერ ვიტყვით, რომ ზუსტად ასეა, მაგრამ ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ დაკავებულია ეს ადამიანი. ჩვენი ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს. რამდენს მიუსჯიან, ამას უკვე სასამართლო გადაწყვეტს“, - განაცხადა გომელაურმა.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლული გიგა ოთხოზორია დღეს დაკრძალეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე