კახი კალაძე: სუბსიდირების თემას პირადად მეც ვეწინააღმდეგებოდი

საქართველო, თბილისი - 15:05 | 08.10.2015
ნანახია: 1644

ელექტროენერგიის სექტორის სუბსიდირების მოწინააღმდეგე თავად ენერგეტიკის მინისტრი იყო. როგორც კახი კალაძემ, კომპანია „ინტერ რაოს“ ხელმძღვანელებთან გამართულ ღია შეხვედრაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო, თუმცა დარგის სუბსიდირებას ის პირადადაც ეწინააღმდეგებოდა.

„მე მესმის, რომ პოლიტიკურად ძალიან რთული ნაბიჯი იყო გადადგმული. სხვა ხელისუფლებას შეეძლო პოპულისტური გადაწყვეტილება მიეღო და დარგის სუბსიდირება მოეხდინა, რაც კარეგორიულად მიუღებელი იყო.

პირადად მეც სუბსიდირების თემას ვეწინააღმდეგებოდი. მე ვფიქრობ, რომ ტარიფი უნდა იყო ის, რაც მარეგულირებელი კომისიის დათვლის შედეგად იქნება მიღებული. როდესაც სემეკმა ტარიფი გადაითვალა, მოხდა მისი კორექტირება.

ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგანაც სწორედ ტარიფის კორექტირებაზე იყო მიბმული კომპანიების ცხოვრება, ხანგრძლივობა, ინვესტიციების განხორციელება, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. რომ არა ტარიფის კორექტირება, კომპანიებს სერიოზული პრობლემები ელოდათ, რადგან ზარალზე გადიოდნენ. ელემენტარულად ისინი ვეღრ მოახერხებდნენ ელექტროენერგიის შესყიდვას, რომელიც შემდგომ მოსახლეობისთვის უნდა მიეწოდებინათ. შესაძლოა ერთ დღეს აღმოვჩენილიყავით იმ პრობლემის წინაშე, რომ კომპანიებს ელეტროენერგია ვეღარ შეესყიდა და შემოეტანა, რაც შემდგომ მოსახლეობაზე აისახებოდა. რაც იქნებოდა დიდი დარტყმა როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე სექტორისთვის“,- აღნიშნა კახი კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე