ემბერ ჰერდი ჯონი დეპს შორდება

საქართველო, თბილისი - 17:10 | 26.05.2016
ნანახია: 2127

ჰოლივუდის ვარსკვლავის ჯონი დეპის ცოლმა ემბერ ჰერდმა 15-თვიანი თანაცხოვრების შემდეგ სასამართლოში განქორწინებაზე განცხადება შეიტანა.

როგორც ამერიკული ჟურნალი People წერს, 30 წლის ჰერდმა თავისი გადაწყვეტილება 52 წლის ქმართან შეუთავსებლობით ახსნა.

ემბერ ჰერდი და ჯონი დეპი ერთმანეთს 2010 წელს ფილმ ”რომაული დღიურის” გადაღებაზე შეხვდნენ, დაქორწინება კი გასული წლის თებერვალში გადაწყვიტეს.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ემბერმა ჯონთან განქორწინება გადაწყვიტა, ავსტრალიურმა პრესამ ავსტრალიის ვიცე-პრემიერი ბარნები ჯოისი ოჯახის დანგრევაში დაადანაშაულა. ჟურნალისტების აზრით, წყვილის კუთვნილი იორკშირების ტერიერებთან დაკავშირებული ვითარება, ვარსკვლავებისთვის წარმოუდგენლად სტრესული აღმოჩნდა. ავსტრალიის ხელისუფლება ჰერდს ქვეყანაში ძაღლების უკანონო გზით შეყვანაში ადანაშაულებდა და მის დასჯას მოითხოვდა.  ჟურნალისტების აზრით, ვიცე-პრემიერი ძაღლებს თავს რომ არ დასხმოდა ახლა ისინი ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით იცხოვრებდნენ.

ჯოისმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ თითქოს მან  ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის განქორწინების პროვოცირება მოახდინა.

აპრილში ავსტრალიის სასამართლომ ემბერ ჰერდს ძაღლების უკანონო გადაყვანისთვის წაყენებული ორი ბრალდება მოუხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ათწლიანი პატიმრობა ან 195 ათას დოლარიანი ჯარიმის გადახდა ემუქრებოდა.


 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე