8-10 ივნისს ბათუმში „გარემო ევროპისთვის“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:49 | 25.05.2016
ნანახია: 1358

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, სამთავრობო  უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. გარემოსა და ბუნებირივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კომისიის წევრებს „გარემო ევროპისთვის“ მერვე მინისტერიალის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.  შეხვედრას მინისტრის მოადგილეები თეიმურაზ მურღულია და მაია ბითაძე ესწრებოდნენ.

„გარემო ევროპისთვის“ 8-10 ივნისს ბათუმში გაიმართება. კონფერენციას 800- მდე დელეგატთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მინისტერიალის მთავარი თემებია მწვანე ეკონომიკა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის და განათლება მდგრადი განვითარებისთვის.

 

სინქრონი: გიგლა აგულაშვილი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე