სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს

საქართველო, თბილისი - 14:07 | 08.10.2015
ნანახია: 1918

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრო გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებთან/ბრალდებულებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მათ სათანადო სამედიცინო მომსახურება უტარდებათ.უწყებაში აცხადებენ, რომ მოშიმშილე მსჯავრდებულები/ბრალდებულები სხვადასხვა მუხლების საფუძველზე იმყოფებიან პატიმრობაში და მათი პროტესტი კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარეობს. 
"მოშიმშილეების ნაწილი არ აღიარებს ბრალს, მოითხოვს სამართლიანი სასამართლოს ჩატარებას, ნაწილი - საქმის გადახედვას, ნაწილი კი პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან შეხვედრას", - ნათქვამია განცხადებაში.
"ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, გლდანის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს და შემამსუბუქებელ გარემოებებს ითხოვენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატიმრების ახლობლებმა აცნობეს. 
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს ხუთი პატიმარი, რომლებიც ნარკოდანაშაულში არიან ბრალდებული. 
"ისინი მოითხოვენ, თუკი კახა მამულაშვილს შეეხო შემამსუბუქებელი გარემოება, მათ მიმართაც გამოიყენოს პროკურატურამ იგივე ღონისძიება", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთი მოშიმშილე პატიმრის ახლობელმა. 
მისი ინფორმაციით, შიმშილობის აქცია ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულებმა დაახლოებით 20 დღეა, დაიწყეს. 
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ კახა მამულაშვილს აღკვეთის ღონსიძება – პატიმრობა, 15 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე