გადაურიცხა თუ არა ევა ბარბაქაძეს ბიძინა ივანიშვილმა 100 ათასი ლარი?

საქართველო, თბილისი - 11:55 | 24.05.2016
ნანახია: 13220

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევა ბარბაქაძის ოპერაციისთვის 100 ათასი ლარი გაიღო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მსახიობი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, სამწუხაროდ", - წერს შორენა ბეგაშვილი.

შეგახსენებთ, მსახიობის ქალიშვილი 25 აპრილს მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მას იაშვილის კლინიკაში რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე