უმა თურმანმა კოცნა 196 ათას დოლარად გაყიდა

საქართველო, თბილისი - 14:12 | 24.05.2016
ნანახია: 1891

ჰოლივუდის ვარსკვლავმა უმა თურმანმა აუქციონზე თავისი კოცნა 196 ათას დოლარად გაყიდა.

Time-ის ცნობით, კვენტინ ტარანტინოს შეუცვლელმა მუზამ კოცნა amfAR Galа-ს საქველმოქმედო საღამოზე გაყიდა. მყიდველი იტალიელი ბიზნესმენი ლაპო ელკანი აღმოჩნდა. ის სცენაზე ავიდა, მსახიობი მკლავებში მოიმწყვდია და ტუჩებში ვნებიანად დაეწაფა. მსახიობმა  მიღებული თანხა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე