კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისიელი მიიღებს

საქართველო, თბილისი - 13:10 | 08.10.2015
ნანახია: 2005

კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისიელი მიიღებს, - ამის შესახებ განცხადება დღეს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ჯაბა სამუშიამ გააკეთა.

მისი თქმით, გუშინ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე კომუნალური ვაუჩერის გაცემის ახალი წესი წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, ვაუჩერს ყველა თბილისელი უკლებლივ მიიღებს.

სამუშიას განცხადებით, "ნაციონალური მოძარობის" წევრები ვაუჩერებთან დაკავშირებით, არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.

,,თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დედაქალაქის მერიასთან ერთად გამოდის ინიციატივით, რომლის თანახმად, ოჯახებს, რომლებსაც ფინანსური მდგომარეობის გამო არ ესაჭიროებათ კომუნალური ვაუჩერი, შეუძლიათ, უარი თქვან მათ მიღებაზე. ვფიქრობ, თბილისში მცხოვრები არაერთი ოჯახი მოგვბაძავს. თითოეული მათგანის მხრიდან ეს იქნება სოლიდარობის გამოხატვა საზოგადოების სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მიმართ", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ და დასძინა, რომ სოციალურად დაუცველ თბილისელებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ზე ნაკლებია, 2015 წელს, გაორმაგებული სუბსიდიის გარდა, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებით გამოწვეული სხვაობაც აუნაზღაურდებათ.

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე