ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:27 | 23.05.2016
ნანახია: 1258

ნაძალადევის რაიონში საგზაო-ინფრასტრუქტურულ და მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელებზე სამუშაოები რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს.

საგზაო კაპიტალური სამუშაოები ტარდება გუდამაყარის ქუჩაზე, სადაც პარალელურად სანიაღვრე ქსელიც ეწყობა. კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება  ქართველიშვილის, ზედამზისა და დაისის ქუჩებს,  გვაზაურის მე-2 ჩიხსა და არბოს ქუჩის ნაწილს.

მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია უტარდება ლოტკინის მთისა და ბოგვის ქუჩებს, ასევე ღრმაღელის I შესახვევს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე მოწესრიგდება გზის საფარი.

საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს შიდაკვარტლურ ქუჩებსა და ეზოებშიც. ასფალტის საფარის დაგება დასრულდა თემქის მე-4 მ/რ მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მოწესრიგდა ტროტუარებიც.

პარალელურად, ამ დროისათვის ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ მისამართზე ტარდება (კახიანის მე-3 შესახვევის №9, მანჯგალაძის №19, მიქატაძის №4).

სამ მისამართზე დასრულდა საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაციაც (თემქა, მე-3 მ/რ, 1-ლი კვ. გრუზინსკისა და გურამიშვილის ქუჩებზე არსებული კიბეები).

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე