კორტების სპეცოპერაციის საქმეზე არსებითი განხილვა ირაკლი ფირცხალავას დაკითხვით გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 11:20 | 08.10.2015
ნანახია: 1966

ირაკლი ფირცხალავას დაკითხვით გაგრძელდება არსებითი განხილვა ე.წ კორტების სპეც ოპერაციის საქმეზე. ამ ეტაპზე დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს.

პროცესზე ადვოკატები რამდენიმე მოწმეს წარადგენენ, რომლებიც მათი თქმით, დაადასტურებენ, რომ ვაზაგაშვილის მანქანიდან პოლიციელების მისამართით ისროლეს.

თავად ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, დაკავებულ პირთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე