აშშ-ის სენატმა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის 300 მლნ დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 08.10.2015
ნანახია: 1937

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა 2016 წლის სამხედრო ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელშიც უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებაც არის გათვალისწინებული.

დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის სფეროსთვის სულ 612 მლრდ დოლარი უნდა გამოიყოს, აქედან 300 მლნ დოლარი უკრაინის თავდაცვისუნარიანიობის გაზრდას უნდა მოხმარდეს. აშშ-ში უკრაინის ელჩის ვალერი ჩალის თქმით გამოყოფილი თანხიდან ნაწილი შესაძლოა მოხმარდეს შეიარაღებას, ნაწილი კი მიმართული იქნება უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სწავლებისთვის. მისივე თქმით, უკრაინამ ასეცე შესაძლოა მიიღოს უპილოტი საფრენი აპარატები და კავშირგაბმულობის საშუალებები.

სენატის მხარდაჭერის მიუხედავად, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის გამო, შესაძლოა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კანონპროექტს ვეტო დაადოს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე