21 მაისს კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 11:27 | 21.05.2016
ნანახია: 1304

სახალხო დამცველი ეხმიანება რუსულ-კავკასიური ომების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, რომელიც 21 მაისს აღინიშნება, როდესაც 1864 წელს საბოლოოდ დასრულდა რუსეთ-კავკასიის ომი. ომში დამარცხდნენ კავკასიის ხალხები, მათ შორის ადიღეელები, უბიხები და აფხაზები. ომებისა და მუჰაჯირობის შედეგად ფაქტობრივად გაქრა ამ ხალხების კვალი მათი საცხოვრებელი ადგილებიდან, დაიკარგა მათი მატერიალური კულტურა და ენა.

ომის დასრულების შემდეგ, 1864-1877 წლებში, მუჰაჯირობის შედეგად იძულებით გადაასახლეს კავკასიის მთის ხალხთა დიდი ნაწილი. 80 000-მდე აფხაზი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სამშობლო, რის შედეგადაც თითქმის გაუკაცრიელდა დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია. მუჰაჯირობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აფხაზეთში დემოგრაფიულ პრობლემას, რომელიც აფხაზებისათვის დღესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება. მუჰაჯირობა შეეხოთ ქართველ მუსლიმებსაც, ძირითადად დღევანდელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე