საქართველო-ნამიბია 17:16

საქართველო, თბილისი - 10:31 | 08.10.2015
ნანახია: 1317

ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის დასკვნით შეხვედრაში ნამიბია დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით დაამარცხეს - 17:16

მატჩის პირველ ნახევარში მეტოქის ბინძური თამაშის შედეგად ტაიმი 50 წუთს გაგრძელდა და აფრიკელებმა 6:0 მოიგეს. დამატებულ წუთებზე ნამიბიელთა ორი ბურჯი სინბინით დაისაჯა, შერკინებაში მიწოლა აიკრძალა და მეორე ნახევარი მათ 13 კაცით დაიწყეს.

 თამაში რომ განახლდა მამუკა გორგოძემ მეტოქის დაცვა გატეხა და დაამიწა, რასაც მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა მოყვა. მალევე ქართველთა კარგი იერიში - გიორგი თხილაიშვილის საუცხოო თამაში - ლაშა მალაღურაძემ მეორე ლელოდ აქცია, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვას ზუსტი ჯარიმაც მიაყოლა და 17:6 დავწინაურდით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე