აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,1 მლნ ბარელით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 16:26 | 21.09.2015
ნანახია: 2078

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,1 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა  455,90 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები გაიზარდა 2,8 მლნ  ბარელით  და შეადგინა  217,4  მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები გაიზარდა  3,1 მლნ ბარელით  და შეადგინა 154,0 მლნ ბარელი. ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე