საქალაქო სასამართლოსთან ლგბტ პირების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:21 | 20.05.2016
ნანახია: 1619

საქალაქო სასამართლოს ეზოში ლგბტ პირების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

აქციის მონაწილეები საპატრიარქოსთან დაკავებული ლგბტ აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ.  

შეგახსენებთ, რომ პარალელურად საქალაქო სასამართლოში საპატრიარქოსთან დაკავებული ლგბტ აქტივისტების სასამართლო პროცესები იმართება. ყველა დაკავებულზე ცალ-ცალკე პროცესია დანიშნული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე