კანის კინოფესტივალის ყველაზე სკანდალურმა კაბამ ბელა ჰადიდი ზედმეტად გააშიშვლა (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 12:23 | 20.05.2016
ნანახია: 5626

ამერიკელი ტოპ-მოდელის ბელა ჰადიდის კაბამ, რომელიც მას კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ეცვა, მთელი სამყარო აალაპარაკა. მოდელის Alexandre Vauthier-ის ულამაზესი წითელი კაბა თეძოდან ბოლომდე იყო გახსნილი.

როგორც New York Daily News-ი წერს,  ბელას კაბას  ფესტივალის ყველაზე პროვოკაციული სამოსი უკვე უწოდეს. ღრმა დეკოლტე და შეხსნილი კალთა, რომელიც ადასტურებდა, რომ კაბის ქვეშ მოდელს არაფერი ეცვა, ხაზს უსვამდა ბელას სურვილს ყურადღების ცენტრში მხოლოდ ის ყოფილიყო.

19 წლის ბელა ფილმ ”უცნობი გოგონას” პრემიერას დაესწრო. ლაჟვარდოვან სანაპიროზე ის მაისის დასაწყისში ჩავიდა და სასტუმრო Eden Roc-ში დაბინავდა. ბელა ცნობილი მოდელის ჯიჯი ჰადიდის უმცროსი დაა. ისინი ლოს-ანჟელესში გაიზარდნენ, სამშენებლო კომპანიის მფლობელის მუჰამედ ჰადიდისა და მოდელ იოლანდა ფოსტერის ოჯახში.

გოგონები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელები არიან, ავსტრალიაში გამართულ ერთ-ერთ მოდების ჩვენებაზე ბელამ 400 ათასი დოლარის ჰონორარი აიღო.

კანის 69-ე კონოფესტივალი 11 მაისს გაიხსნა და 23 მაისამდე გასტანს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე