დღეს გურამ შარაძის მკვლელობიდან 9 წელი შესრულდა

საქართველო, თბილისი - 09:44 | 20.05.2016
ნანახია: 1289

დღეს, 20 მაისს, ქართველ საზოგადო მოღვაწის, ფილოლოგის, ისტორიკოსისა და, პოლიტიკოსის გურამ შარაძის მკვლელობიდან 9 წელი შესრულდა.

გურამ შარაძე 1940 წელს, 17 ოქტომბერს, ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში დაიბადა. 
1958 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტზე. თსუ-ს დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო იქვე. 
1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში 1991-1992 წლების მიჯნაზე იყო საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი 1994 წლიდან თბილისის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი.
ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას. 
იგი იკვლევდა ძველი ქართული მწერლობისა და "ვეფხისტყაოსნის" საკითხებს. 
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი შრომა უცხოეთში ემიგრირებულ ქართველთა მოძიებისა და მათი მოღვაწეობის გამომზეურების საქმეში. 
შარაძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივის კომისიის თავმჯდომარე, მისი ხელმძღვანელობით პარიზიდან და ჰარვარდიდან საქართველოში ჩამოიტანეს ეროვნული არქივი. 
გურამ შარაძე ავტორია წიგნებისა: "თეიმურაზ ბაგრატიონი - ცხოვრება და მოღვაწეობა", "მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა", "ილია ჭავჭავაძე", "უცხოეთის ცის ქვეშ", "მემედ აბაშიძე", "ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება", "აკაკი წერეთელი".
1999 წელს შექმნა ზეპარტიული ეროვნული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა", ხოლო 2001 წელს მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება".
2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძე თბილისის ცენტრში მოკლეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე