აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებას გაეცნო

საქართველო, თბილისი - 16:58 | 19.05.2016
ნანახია: 1287

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბაქოს ოფისის, სახელმწიფო მიგრაციის სამსახურისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

დელეგაციის ვიზიტის მიზანს საქართველოს მიერ დანერგილი რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების გაცნობა წარმოადგენდა. აღნიშნული ინოვაციური პროდუქტი დადებითად არის შეფასებული ევროკომისიის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან.იგი  რეადმისიის განხორციელების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. ევროპელი პარტნიორები რეკომენდაციას უწევენ ევროკავშირისსახელმწიფოებს, ჩაერთონ ამ ელექტრონულ პროგრამაში (ამჟამად ჩართულია 14 ევროპული სახელმწიფო), ასევე მიმართავენ სხვა დაინტერსებულქვეყნებსაც, განიხილონ ანალოგიური პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის შესაძლებლობა. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში შედგა აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი.

რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის გაცნობის მიზნით, 2016 წლის თებერვალსა და მარტში, საქართველოში  ასევე იმყოფებოდნენ  თურქეთის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციები.

რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემა შემუშავებულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული და  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებული ორი პროექტის ფარგლებში („ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა" და „რეადმისიის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მხარდაჭერა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში").





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე