ნანუაშვილი შს სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საფასებს

საქართველო, თბილისი - 17:25 | 19.05.2016
ნანახია: 1284

2016 წლის 19 მაისს სახალხო დამცველმა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორისწარმომადგენლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  დაქვემდებარებულ ორგანოებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხითარსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014 წელთანშედარებით 2015 წელს უმნიშვნელოდ შემცირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულ პირთა რაოდენობა, სხეულისდაზიანების 916 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა. ასევე შემცირებულია პოლიციის მიმართ პრეტენზიით მიმართვის შემთხვევები (30შემთხვევით ნაკლები). მიუხედავად ამისა, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის სავარაუდოშემთხვევების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთასამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გაუარესებულია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე