თბილისის მერია სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკას სრულად აფინანსებს

საქართველო, თბილისი - 14:55 | 19.05.2016
ნანახია: 1841

თბილისის მერიის „ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის“ ახალი ქვეპროგრამის ფარგლებში, სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა 18 ათასამდე ბავშვს და მოზარდს ჩაუტარდა და მათგან 13 100-ს დაავადება დაუდგინდა.

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ქვეპროგრამის მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, 130-ე სკოლას და აღდგენითი თერაპიის ცენტრ „ბაზის“ ეწვია, სადაც სკრინინგის და აღდგენითი თერაპიის პროცესს უშუალოდ დაესწრო.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის 2016 წლის ქვეპროგრამა ითვალისწინებს თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 4-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით, ბავშვებსა და მოზარდებში სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკას.

„თბილისის მერია გამოკვლევას წელიწადში ერთხელ სრულად აფინანსებს. დიაგნოსტიკის ფარგლებში გამოვლენილი დაავადებების აღდგენითი თერაპია კი, პაციენტებს, რომლებსაც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70 001-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ, მომსახურება წელიწადში ერთხელ უფინანსდებათ სრულად, ხოლო ყველა სხვა პირს, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა -   70%-ის მოცულობით“ - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

აღდგენითი თერაპია მოიცავს - სამკურნალო ვარჯიშს, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიას და საჭიროების შემთხვევაში რენტგენოგრაფიას.

აღდგენითი თერაპიის ცენტრის „ბაზის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, პროფესორ გოგი ჩახუნაშვილის განცხადებით, სკრინინგის მიზანია ძვლოვანი სისტემის დეფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გართულებების თავიდან აცილება. „თუ სქოლიოზის პრევენცია არ ჩატარდა როგორც წესი და რიგია, შედეგები იქნება სავალალო“, - განაცხადა გოგი ჩახუნაშვილმა.

თბილისის მერიის პროგრამაში ჩასართავად მსურველებმა უნდა მიმართონ:

 

  1. შპს „დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურიცენტრი“, მიცკევიჩის ქ.29ა 
  2. შპს " ულტრამედი“, თემქა 10 კვ.
  3. შპს "მედკაპიტალი",      გამრეკელის ქ. 19
  4. სს ვერე XXI-ს „კლინიკა მედსი“,ლ. ქიაჩელის ქ.18 
  5. შპს"საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი", ჯავახიშვილის ქ.43 
  6. შპს "M მედი 22", ბუაჩიძის ქ.12ა

7.შპს „თბილისის მე-13 პოლიკლინიკა“, რ. ლაღიძის ქ. 8

  1. შპს „medison“, ალ. გობრონიძის ქ. 27
  2. შპს „Krol Medical Corporation“, ი. ჭავჭავაძის გამზ. 44
  3. შპს „თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი“, ვაზისუბნის მე-4 მ/რ 1 კვ.
  4. შპს „თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი“, იუნკერთა ქ. 1
  5. შპს „თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი“, ახალუბნის ქ. 10
  6. შპს "მედკაპიტალი", ვეკუას 18
  7. შპს ჰოლდინგი 23,         ხიზანიშვილის 28
  8. შპს"medison", კალოუბნის 12
  9. შპს"medison", ვაჟა-ფშაველას83/11
  10. შპს" Krol Medical Corporation",ნაქალაქევის3 
  11. შპს"ბაზი", ლუბლიანას ქ.№21
  12. "სამედიცინოკორპორაცია ევექსი"-ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი,    ლუბლიანას 21
  13. შპს"16 შერეულიპოლიკლინიკა", ლილოს დას.გრანგულიანის ქ.19
  14. შპს" ავერსისკლინიკა", ვაჟა-ფშაველას 27/ბ 
  15. კლინიკა"ნიუმედი“, მარიჯანის4




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე