უჩა ძოძუაშვილი და თინა ხიდაშელი თანხების გადარიცხვაზე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ

საქართველო, თბილისი - 14:04 | 19.05.2016
ნანახია: 1963

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტას გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი აცხადებს, რომ „დელტას“ გააჩნია უდანაშაულობის დამატკიცებელი დოკუმენტაცია, თუმცა მათზე დღეს არ საუბრობს. ძოძუაშვილი თავდაცვის სამინისტროდან თანხების გადარიცხვის შესახებაც საუბროს და ახადებს, რომ მიმდინარე პროექტების შეჩერაბა არ უნდა მოხდეს.

"მინდა დავაფიქსირო, რომ თანხის მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროდან ფინანსთა სამინისტროში გაიგზავნა 18 თებერვალს, ხოლო თანხის ჩარიცხვა „დელტაში“ მოხდა 19 თებერვალს არასრულად. თანხის ჩარიცხვა მოხდა 10 მარტს. დღეს მე   არ ვსაუბრობ მიზეზებზე, თუ რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა დოკუმენტაცია გვაქვს, რათა დავამტკიცოთ ჩვენი, „დელტას“ უდანაშაულობა. დღეს ვსაუბრობ იმაზე, რომ „დელტაში“ მიმდინარეობს დიდი რაოდენობით სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, რომელთა გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, - განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, საქართველოს მთავრობა განახორციელებს დამოუკიდებელ გამოძიებას   და დადგინდება ჭეშმარიტება.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, მან განაცხადა, რომ შესაძლოა მოკვლევის შემდეგ უჩა ძოძუაშვილი თანამდებობას დაუბრუნდეს.

"ჩვენ გამოვაქვეყნეთ თანხის გადარიცხვის ფურცელი. ეს საჯარო და ხელმისაწვდომია. 17 თებერვალს მათ ჩაერიცხათ მოთხოვნილი თანხა, მაგრამ ამის მეტს მე ვერაფერს ვერ გეტყვით. მე კი ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ რა აზრი ექნება მაშინ იმ მოკვლევას,  რომელსაც ვატარებთ. მეც იმედი მაქვს, რომ ბოლომდე სრული ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით მაქვს, არასრულყოფილია. დაველოდოთ მოკვლევის შედეგებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან მალე იქნება",-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ,  რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში მოსული სეტყვის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებული მილიონობით ლარის ზარალის  თავიდან აცილება ან მინიმალიზირება შესაძლებელი იქნებოდა თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ვადებში რომ მიეცა დაფინანსება სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტასთვის“, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებს გამართული მუშაობისთვის. 

გავრცელებული ინფორმაციით, ”დელტას” შეფერხება თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ცენტრთან დაპირისპირებამ და კონკრეტულად სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების არაპრიორიტეტულ მიმართულებად მიჩნევამ განაპირობა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე