გიგლა აგულაშვილი საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 11:18 | 19.05.2016
ნანახია: 1256

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს  განაგრძობს. მინისტრი გურიის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც მხარის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან  და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან თემურ ჭკუასელთან ერთად,   ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა ხე-ტყის და წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სოციალურ ჭრებთან დაკავშირებული პროცედურების უფრო მეტად გამარტივება იყო. შეხვერდა ინტერაქტიულ რეჟიმში 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რომელსაც თვითმმართველობის წარმომადგენებიც ესწრებოდნენ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში ეტაპობრივად  გამართავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე