FAO-სა და საქართველოს მთავრობას შორისთანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება

საქართველო, თბილისი - 11:19 | 19.05.2016
ნანახია: 1395

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში რაიმუნდ ელეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა  FAO-სა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების მთავარისაკითხებიგანიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.

ოთარ დანელიარაიმუნდ ელეს ევროკავშირის მიერ ქართული თაფლის კონტროლის სისტემის აღიარების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების კონტროლისნაწილშისურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობის დადებითად შეფასება და სისტემის აღიარება.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ და კოოპერატივებისთვის სკების გადაცემის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

ოთარ დანელიამ პროგრამა „ქართული ჩაის“ შესახებაც ისაუბრა და რაიმუნდ ელეს  ქვეყნის მასშტაბით ჩაის პლანტაციების მდგომარეობის შესახებსრული ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანია ხარისხიანი ჩაის წარმოება და საქართველოშიიშვიათი ჯიშების შემოტანა-გავრცელება.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძედა საქართველოშიგაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი ესწრებოდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე