ეგვიპტის სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

საქართველო, თბილისი - 10:01 | 19.05.2016
ნანახია: 1449

ავიაკომპანია Egyptair-ის სამგზავრო თვიმფრინავი А320 , რომელიც პარზი-კაიროს რეისე ასრულებდა რადარებიდან დღეს, გამთენიისას გაქრა. ბორტზე 66 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ის შარლ-დე-გოლის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 23.09 საათზე გამოფრინდა, ლაინერი რადარებიდან ეგვიპტის საჰაერო სივრცეში, ხმელთაშუა ზღვის თავზე გაუჩინარდა. თვითმფრინავში ეგვიპტის, საუდის არაბეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ერაყის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. გაუჩინარების ადგილას ეგვიპტისა და საბერძნეთის სამაშველო სამსახურები მუშოაბენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე