სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გინესის რეკორდი დაამყარა

საქართველო, თბილისი - 09:39 | 19.05.2016
ნანახია: 1297

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა  იოსებ კობახიძემ საქართველოს რეკორდების ფედერაციის ზედამხედველობის  ქვეშ  ორძელზე ვარჯიშში გინესის რეკორდი დაამყარა და ბრიტანელი რეკორდსმენის  მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა . მან  ერთი წუთის განმავლობაში 45,4 კგ ტვირთით  34 აზიდვა  შეასრულა ორძელზე, რაც წინა რეკორდის გაუმჯობესებაა . როგორც რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა აღნიშნა, იოსებ კობახიძის მიერ დამყარებული რეკორდი ხარისხითაც და რაოდენობითაც აღემატება ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ დამყარებულ რეკორდს.
იოსებ კობახიძისთვის ეს უკვე მეორე ასპარეზობაა: პირველი რეკორდი მან  გასულ წელს, წოლბჯენში აზიდვების შესრულებაში დაამყარა.
სუს-ის  თანამშრომლის მიერ დამყარებული რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა დააფიქსირეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე