155 კგ-იანი მოდელის შიშველმა ფოტომ ინტერნეტმომხმარებლები შოკში ჩააგდო

საქართველო, თბილისი - 16:36 | 18.05.2016
ნანახია: 1722

თანამედროვეობის ყველაზე მძიმეწონიანმა მოდელმა  ტეს ჰოლიდეიმ თავისი შიშველი ფოტოსურათით სოციალური ქსელის მომხმარებლები შოკში ჩააგდო. მის პიკანტურ ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოყვა და ათობით ათასი მოწონება დაიმსახურა.

ტეს ჰოლიდეის პორტრეტები ცნობილ გლამურულ ჟურნალებს ამშვენებს. იმის მიუხედავად, რომ მისი წონა ჩვეულებრივი ფოტომოდელის წონას უსაზღვროდ აღემატება, ვარსკვლავს თავისი თავის არ რცხვენია და საკუთარ ფიგურას ძალიან ლამაზად მიიჩნევს.

ამ დღეებში მან ინსტაგრამის მიკრობლოგში განათავსა ფოტო, რომელზეც შიშვლად არის აღბეჭდილი. სოციალური ქსელის მომხმარებლები 155 კგ-იანი მოდელის დანახვისას შოკში ჩავარდნენ, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც ფოტო ძალიან მოეწონათ.

ჰოლიდეიმ თავისი კარიერა მიკრობლოგში ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. ის ბევრმა სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა უმალვე შეამჩნია. არასტანდარტულმა მოდელმა მოკლე დროში მოიპოვა მილიონობით ამერიკელის სიყვარული. ტესის თქმით, ის უამრავი თაყვანისმცემლის წერილებს იღებს, რომლებიც მას მადლობას უხდიან იმისათვის, რომ სხვებს მაგალითი მისცა შეუყვარდეთ საკუთარი სხეული, ისეთი, როგორიც არის.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე