რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სავჩენკოს ექსტრადირების შესახებ საბუთები მიიღო

საქართველო, თბილისი - 15:17 | 18.05.2016
ნანახია: 1461

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უკრაინელი მფრინავის  ნადეჟდა სავჩენკოს ექსტრადირების შესახებ საბუთები მიიღო. მინისტრის განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტაციის სამუშაო განხილვის პროცესი უწყებაში უკვე დაწყებულია.

მოსკოვსა და კიევს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ნადეჟდა სავჩენკო, რომელსაც რუსეთის სასამართლომ 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, უკრაინაში გასამართლებულ ორ რუს აგენტზე უნდა გადაცვალონ.

რუსეთის იუსტიციის მინისტრი კი აცხადებს, რომ სავჩენკოს საქმეზე მუშაობის დაწყების მიუხედავად, უკრაინაში გასამართლებული რუსეთის მოქალაქეებისგან მის უწყებას ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა არ მიუღია.

ალექსანდრე კონოვალოვის თქმით, ვიდრე ეროფეევი და ალექსანდროვი შესაბამისი მოთხოვნით სამინისტროს არ მიმართავენ, პროცესის დაწყება შეუძლებელი იქნება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე