ესტონეთის საჰაერო საზღვართან რუსულ ავიაგამანადგურებლებს ბრიტანულმა თვითმფრინავებმა გზა გადაუჭრეს

საქართველო, თბილისი - 14:17 | 18.05.2016
ნანახია: 1403

ესტონეთის საჰაერო საზღვრის სიახლოვეს რუსული ავიაგამანადგურებლებისთვის გზის გადასაჭრელად, ნატო-ს საჰაერო ბაზიდან ბრიტანული თვითმფრინავები აფრინდნენ. 

ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსული „სუ-27“ და „ილ-20“ ესტონეთის სახელმწიფო საზღვარს უახლოვდება. 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული ავიაგამანადგურებლების მფრინავები რეგიონულ სადისპეტჩეროსთან კონტაქტზე არ გასულან. 

მსგავსი შემთხვევა ესტონეთის საჰაერო სივრცის სიახლოვეს ხუთშაბათსაც დაფიქსირდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე