მაკა ჩიჩუამ ლაიფციგში, ბუნდესტაგის დეპუტატ, დოქტორ თომას ფეისტთან ერთად, ბავშვთა ჰოსპისი მოინახულა

საქართველო, თბილისი - 11:39 | 18.05.2016
ნანახია: 1392

მაკა ჩიჩუა და დოქტორი ფეისტი იმ ჰოსპისს ესტუმრნენ, რომელსაც დეპუტატი დაარსების დღიდან კურირებს და ეხმარება, როგორც ბუნდესტაგის  ჯანდაცვის კომიტეტის წევრი.

,,ჩვენთვის ძალიან საინტერესოა საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბავშვთა ჰოსპისების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათი მრავალწლიანი გამოცდილების გაცნობა, რადგან საქართველოშიც შენდება პირველი ასეთი დაწესებულება. საინფორმაციო მასალების გაცვლაზე უკვე შევთანხმდით", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

პირველი ლედი გერმანიაში ჰოსპისების მუშაობის სისტემასა და სპეციფიკას ფონდ " ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა, რომლებიც საქართველოში ბავშვთა პირველ ჰოსპისს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით აშენებენ.

მაკა ჩიჩუამ ლაიფციგში ჰოსპისის წარმომადგენლები საქართველოში ჰოსპისის გახსნაზე მოიწვია, რომელიც 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება.

ეს იქნება პირველი დაწესებულება/სახლი, სადაც  პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებსბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურება უფასო იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე