ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 18:14 | 17.05.2016
ნანახია: 1454

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი. საზეიმო ღონისძიებას პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

თესალონიკის პორტის ტერიტორიაზე დღეს პირველი მილსადენი ჩაიდო, რომელზეც სიმბოლურად მოაწერეს ხელი"სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტში ჩართული ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP), რომლის სიგრძე დაახლოებით 800 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20მილიარდ კუბურ მეტრამდე, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით იტალიაშიბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას მოახდენს.

საქართველო  „სამხრეთ გაზის დერეფნის"  პროექტში სტრატეგიული პარტნიორია. შაჰ დენიზის პროექტის  მე-2  ფაზისფარგლებში, საქართველოში  სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც  2მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე დასაქმდება 2000 ადამიანი,ხოლო დასრულების შემდეგ შეიქმნება 130 სამუშაო ადგილი. პროექტის შედეგად, 2019 წლიდან საქართველო მიიღებსბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე