ქართული თაფლის კონტროლის სისტემა ევროკავშირმა აღიარა
საქართველო, თბილისი - 17:23 | 17.05.2016 ნანახია: 1283სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა და ევროკავშირმის მიერქართული თაფლის კონტროლის სისტემის აღიარების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს არის საუკეთესო თანამშრომლობით მიღწეული შედეგი. ევროკავშირი მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან და თაფლის მწარმოებლებთან განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ადილობრივი პროდუქციის ევროპის ბაზარზე ადგილის დამკვიდრების და სრული ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით.
როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატმა დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძებები თაფლის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით, კერძოდ ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენი ნივთიერებების ლაბორატორიული კვლევების შედეგები. შედეგად დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, რათა საქართველო შეყვანილი იქნას მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის იმპორტი ნებადართულია.
,,ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტს ევროკავშირი უყენებს მაღალ სანიტარულ მოთხოვნებს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მომხმარებელთა ჯანმრთელობა. აქამდე ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე არ იყო ნებადართული, თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება ამ კუთხით. ეს პოზიტიურიგადაწყვეტილებაა და დარგის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებსხსნის. ეს არის ყველაზე ტკბილი სიახლე რაც ოდესმე მითქვამს“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის.
,,მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ძალიან დიდი ქომაგია. მისასალმებელია, რომ საქართველოს უკვე აქვს შესაძლებლობა თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს. ამ შედეგის მისაღწევად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ქართული თაფლის საექსპორი პოტენციალის გაზრდის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები მეფუტკრეობის დარგის განვითარების და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სტიმულირების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა.
ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. მომზადდა და 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა “თაფლის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს.
თაფლის ტექნიკური რეგლამენტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღებას, ფალსიფიკაციისგან დაცვას და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირებას. ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიმუშები ლატვიაში, ქალაქ რიგაში სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვის ინსტიტუტ “BIOR”-ში გააგზავნა. ევროდირექტივების საფუძველზე აღებული ნიმუშების კვლევის მიზანი ქართული თაფლის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა მესმაე წელის მიმდინარეობს. 2015 წელს გაგზავნილი 104 ნიმუშიდან სხვადასხვა სახის დარღვევა აღმოჩნდა 20 მათგანში. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გამოკვლეულ თაფლის ნიმუშებში დარღვევების პროცენტული წილი 37% შეადგენდა, ხოლო 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 19%-მდე შემცირდა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა