ჩინეთში მშობლებმა გარდაცვლილი ვაჟი დააქორწინეს

საქართველო, თბილისი - 15:15 | 17.05.2016
ნანახია: 1838

ჩინელების ოჯახურმა წყვილმა შანსიის პროვინციიდან 28 ათასი დოლარი გადაიხადა იმისათვის, რომ სამი წლის წინ გარდაცვლილი ვაჟი დაექორწინებინათ. ჩინეთში მიიჩნევენ, რომ ადამიანი, რომელიც სიცოცხლეში დაქორწინებული არ ყოფილა, გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთში მოხვდება. ამიტომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ახლობლებს მათი გარდაცვალების შემდეგ აქორწინებენ.

Mirror-ის ინფორმაციით, რიტაული ”სულების ქორწილი” განსაკუთრებით გავრცელებულია ჩინეთის სოფლებში. სოფლის მაცხოვრებლებს ეშინიათ წყევლის, რომელიც შესაძლოა მათ გვარს დაატყდეს, თუ კი რომელიმე ნათესავთაგანი დაუქორწინებელი გარდაიცვლება. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი გოგონას მშობლებისთვის ეს ქორწინება დროული იყო, რადგან ქალიშვილს შესაფერისი პატივით  ვერ დაკრძალავდნენ.

სიკვდილისშემდგომი ქორწინებები ფართოდ არის გავრცელებული ჩინეთში, თუმცა ხშირად გარდაცვლილი ქალების რაოდენობა საკმარისი არ არის და ქვეყანაში შავი ბაზარიც კი არსებობს, სადაც გარდაცვლილებით ვაჭრობენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც გაჭირვებული ადამიანები თავიანთ ახლობლებს კლავენ ”სულების ქორწილისთვის” ცხედრების შემდგომი გაყიდვის მიზნით.

ჩინელ მშობლებს სჯერათ, რომ თავიანთი გარდაცვლილი შვილებისთვის მეორენახევრის პოვნა მათი მოვალეობაა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე