ვარდების მოედნიდან აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:49 | 17.05.2016
ნანახია: 1380

ვარდების მოედნიდან სასულიერ პირებმა, ჩოხოსანთა საზოადოების წევრებმა და მრევლმა აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს და ხატს სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ.

მსვლელობის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს და ოჯახის სიწმინდის დღეს მიულოცავს მრევლს, მორწმუნეებს, რის შემდეგაც ტაძარში ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის.

ორი წლის წინ საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე