ზუგდიდის პროკურატურის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული გამოძიება ჩაატარეს

საქართველო, თბილისი - 13:15 | 17.05.2016
ნანახია: 1321

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში  სისხლის სამართლის საქმის იმიტირებული გამოძიება ჩატარდა. გამოძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ანაბეჭდების აღება, ნივთმტკიცებების ამოღება, მოწმეების დაკითხვა, ამოცნობა,   ბრალდებულის დაკავება და ჩხრეკა ჩაატარეს.

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა პროკურორის, გამომძიებლების, ექსპერტების, მოწმისა და დაზარალებულის როლი მოირგეს, ხოლო ბრალდებულის როლი  სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა შეასრულა. გამოძიების ბოლოს, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამომძიებლის მიერ ბრალდებულის დაკავება მოხდა. იმიტირებულ გამოძიებაში მონაწილე მოსწავლეებს საქართველოს პროკურატურის სახელით სერთიფიკატები, წიგნები და მაისურები გადაეცათ. 

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ჩატარდა და მისი  მიზანია მოზარდებში სამართლებრივი აზროვნების ამაღლება და საქართველოს კანონმდებლობის პრაქტიკული შესწავლა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე