ავსტრალიის ყოფილი პრემიერი: მზად ვარ შევეგუო დამარცხებას იმ ქვეყანასთან, რომელიც რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა

საქართველო, თბილისი - 13:04 | 17.05.2016
ნანახია: 1797

ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ებოტი, რომელიც პუტინის წინააღმდეგ ”შეტევების” მუქარით არის ცნობილი ”ევროვიზიაზე” უკრაინელი მომღერლის გამარჯვებით აღფრთოვანებულია და მოსკოვზე თავადსხმის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. როგორც The Daily Telegraph-ი წერს, ებოტის აზრით, ჯამალას გამარჯვება უკრაინელების ბრძოლის ჟინს აამაღლებს.

როგორც ცნობილია, ”ევროვიზიის” კონკურსზე პირველი ადგილი უკრაინელმა მომღერალმა დაიკავა, მეორეზე კი ავსტრალიელი კონკურსანტი გავიდა.  

ავსტრალიის ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ”ის მზად არის შეეგუოს დამარცხებას იმ ქვეყანასთან, რომელიც რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა”.

”მე ძალიან კეთილგანწყობილი ვარ უკრაინისადმი. ვფიქრობ, რომ ის ძალიან დაიტანჯა ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში და ახლაც იტანჯება რუსეთის აგრესიის გამო, თუ კი ეს აამაღლებს მათ საბრძოლო ჟინს, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მეორე ადგილი,” - აღნიშნავს ებოტი.

ყოფილი ავსტრალიელი პრემიერი პრესის ყურადღების ცენტრში 2014 წელს მოექცა, როდესაც ბრისბენში ”ოცეულის” სამიტის დროს პუტინზე ”თავდასხმის” პირობა დადო. მაშინ ებოტმა ახსენა ტერმინი shirtfront-ი, რომელიც ავსტრალიური ფეხბურთის ლექსიკონის მიხედვით მოთამაშის წინააღმდეგ შეტევას ნიშნავს იმ მომენტში,როდესაც ის ბურთს იღებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე