ლგბტ აქტივისტებმა სასტუმრო „რედისონის" წინ, ცისარტყელის ფერებში შეღებილი ტაბურეტი დადგეს

საქართველო, თბილისი - 12:40 | 17.05.2016
ნანახია: 1654

ლგბტ აქტივისტებმა სასტუმრო „რედისონის" წინ, სადაც „მსოფლიო ოჯახის კონგრესი" იმართება, ცისარტყელის ფერებში შეღებილი ტაბურეტი დადგეს.

რამდენიმე წუთში ლგბტ აქტივისტებს პოლიციამ ტაბურეტი ააღებინა და აქციის მონაწილის სახელზე გამაფრთხილებელი ოქმი გამოწერა, რომლის თანახმად, თუკი ისინი ნივთს არ წაიღებდნენ, დაჯარიმდებოდნენ.

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამავე დროს, 17 მაისი გამოცხადებულია ოჯახის სიმტკიცის დღედ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე