მაშველები მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს და მის მძღოლს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 12:18 | 17.05.2016
ნანახია: 1793

მტკვარზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. უკვე ათი საათია მაშველები მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს და მის მძღოლს ეძებენ. შემთხვევა ღამით მარჯვენა სანაპიროზე მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის განმარტებით, ამ ეტაპზე დამუშავებულია საძიებო პერიმეტრის დაახლოებით 50-60 პროცენტი. მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახური იყენებს ხელთ არსებული ყველა საშუალებას, სამძებრო სამუშაოების განსახორციელებლად.

როგორც დავით გელაშვილის აცხადებს, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება ნაპოვნი მძღოლი და ავტომობილი.

თვითმხილველების თქმით, სწრაფად მიმავალმა მანქანამ ჯებირი გაანგრია და წყალში ჩავარდა. მანქანის ძებნა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაიწყეს თუმცა, უშედეგოდ. ძებნის ოპერაცია კატერებით მიმდინარეობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე