გაუჩინარებული მომღერალი შინეიდ ოკონორი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 11:00 | 17.05.2016
ნანახია: 1766

ილინიოსის შტატის პოლიციამ გაუჩინარებული ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ოკონორი იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი 15 მაისს დაიკარგა. ტელეარხ WGN TV-ის ცნობით, პოლიციამ ოკონორი ჩიკაგოს გარეუბნის ერთ-ერთ სასტუმროში იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანა.

”შინეიდ ოკონორი დაკარგულთა სიაში აღარ ირიცხება”, - განუცხადა მედიას ქალაქ უილმეტის პოლიციის წარმომადგენელმა. სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია.

როგორც ცნობილია, გუშინ ჩიკაგოს პოლიციამ შინეიდ ოკონორის დაკარგვის შესახებ განაცხადა. სამართალდამცავ ორგანოს ერთ-ერთმა პირმა მიმართა და განუცხადა, რომ მომღერალი ველოსიპედით სასეირნოდ 15 მაისს დილის 6 საათზე გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. ოკონორის შესახებ პოლიციელებისთვის ცნობილი იყო, რომ ის თვითმკვლელობისკენ იყო მიდრეკილი. მომღერალმა თვითმკვლელობა ორჯერ - 33 და 45 წლის ასაკში სცადა.

შინეიდ ოკონორმა თავი 1990 წელს პრინსის სიმღერით Nothing Compares 2 U  გაითქვა. 1991 წელს მან გრემის პრემიაც მიიღო. მომღერალი ოთხჯერ იყო გათხოვილი, მას ოთხი შვილი ჰყავს, ყველაზე უფროსი 28 წლისაა, უმცროი კი 9-ის. ამ დროისათვის ოკონორი ფსიქოთერაპევტ ბარი ჰერიჯზეა დაქორწინებული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე