მარჯანიშვილის თეატრში მზია ხეთაგურის საიუბილეო საღამო გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:31 | 16.05.2016
ნანახია: 2429

17 მაისს 18 საათზე მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, წმინდა გიორგის ორდენის კავალერის მზია ხეთაგურის საიუბილეო საღამო.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით და საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანიზებით ტარდება.

საღამოზე მზია ხეთაგურის ლექსებს წაიკითხავენ მსახიობები, მუსიკალური შემსრულებლები შეასრულებენ პოეტის ლექსებზე დაწერილ სიმღერებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე